“ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს EU-ს წევრობას” | ზელენსკი ორბანთან დიალოგზე

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უნგრეთის პრემიერს არგენტინაში შეხვედრისას სთხოვა, დაესახელებინა ერთი მიზეზი, რის გამოც არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.
ორბანთან საუბრის დეტალებზე უკრაინის პრეზიდენტმა ოსლოში გამართული სამიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა დაგეგმილი შეხვედრა :
“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სპეციალურად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე დავსვი, სწორედ ის იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავჭრათ პრობლემები. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ნათლად განუცხადა ორბანს, რომ მას არ აქვს საფუძველი, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
„ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი მაინც, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სა და ს მოკლე საუბარი არგენტინაში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე შედგა.