ანა დოლიძე – აუცილებელია დასავლეთმა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოს

აუცილებელია დასავლეთმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი უნდა გამოყოს დასავლეთმა, რომელიც მოხმარდება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს, თეატრებს.
”აუცილებელია დასავლეთმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სწორედ ისე, როგორც ეს მოხდა 2008 წლის შემდეგ. ფაქტია, რომ გაჭირვება იქნება, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი არ ჩავარდება მარტივ სიტუაციაში. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. რამდენიმე მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი უნდა გამოყოს დასავლეთმა, რომელიც მოხმარდება მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს, თეატრებს. ისინი დღეს ევროპულ მომავალს იცავენ. ეს დახმარება მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქოს ის ტვირთი, რასაც ეს ჯგუფები ახლა წევენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.