ჯონ ჰერბსტი – ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ – საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში

ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ, – ამის შესახებ ამერიკის დიპლომატმა, “ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
ჰერბსტმა ისაუბრა ვაშინგტონში ს ინაუგურაციაზე და მასში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ს მონაწილეობაზე, ამავდროულად იმაზე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ინაუგურაციაზე არავინ არის მიწვეული და უპასუხა კითხვას, „რა პოლიტიკური გზავნილია ეს?“.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“, – განაცხადა ჰერბსტსმა.
ამასთან, მან უაპსუხა კითხვას, თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ. მისი თქმით, ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
„ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც”, – დასძინა დიპლომატმა.
ამასთან,ის ფიქრობს, რომ საარჩევნო დარღვევები უფრო კაცრი ენით უნდა იყოს დაგმობილი.
„ საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [ს შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში”, – აღნიშნავს ჰერბსტი.
გარდა ამისა მან უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ ამერიკა რეგიონში საქართველოს სომხეთით ანაცვლებს და რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს? მისი თქმით, ასე არ იტყოდა, თმცა სომხეთის პოლიტიკა გაუმჯობესდა.
„არ ვიტყოდი, რომ [ამერიკა] საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ, ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს, აზერბაიჯანის გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით.
თუმცა, აზრი, დაახლოებით, 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან, ძალიან, თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას, მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა”, – განაცხადა დიპლომატმა.
ჯონ ჰერბსტსმა უპასუხა საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებთან დაკავშირებულ კითხვასაც, მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გაავლებდა. ამასთან, ის ფიქრობს, რომ საქართველო, ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.
„საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდანაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ].
ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში”, – აღნიშნავს ის.