ისრაელის უშიშროების მინისტრმა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გამო პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა

ულტრამემარჯვენე პარტია „ებრაულმა ძალამ“ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების გამო, პროტესტის ნიშნად, მთავრობას ტოვებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ებრაული ძალის“ ლიდერმა, ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრ ს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ იმოქმედებს მთავრობის დამხობაზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება “ტერორიზმის სრული გამარჯვებაა”.
შეგახსენებთ, ბენ-გვირი დიდი ხანია აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგია და რომ ისსრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია უნდა გააგრძელოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი