ეკონომიკურად რამდენად მომგებიანია რუსეთ-აფხაზეთის გადაზიდვები აფხაზეთის რკინიგზისათვის

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები? რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები ს რკინიგზისათვის?რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?
ამ კითხვებზე პასუხს ციფრებზე დაყრდნობით ცდილობს “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”(TCRC).
“რუსეთს – აფხაზეთის სარკინიგზო საზღვარზე, ტვირთების მოძრაობას ცვალებადი ტენდენცია გააჩნია. (იხ.დიაგრამა)ფაქტიურად, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, დან აფხაზეთის მიმართულები ტვირთების მოცულობებმა “პიკს” 2022 წელს მიაღწია და შეადგინა – 799 ათ. ტონა. რუსეთი, სანქცირებული ტვირთებისატთვის, აქტიურად ეძებს ალტერნატიულ მიმართულებებს. რისი დასტურიცაა ოცამჩირის მიმართულებით საკონტეინერო მიმოსვლის ორგანიზება. სადაც აქტიურად აშენებს საკონტეინერო ტერმინალს.აფხაზეთს ფინანსური სახრების სიმწირის გამო არ შეუძლია, ოჩამჩირებდე ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება, ამიტომ ასეთუ ისე აღდგენილ ლიანდაგზე მატარებლები შეზღუდული სიჩქარით მოძრაობენ.აფხაზეთის რკინიგზამ ფინანსური წონასწორობის (მომგებიანობის) ზღვარზე იფუნქციონირებისათვის, წელიწადში მინიმუმ 3.5 -4.0 მლნ ტონის ტვირთნაკადის გენერირება უნდა უზრუნველყოს.აფხაზეთის ყოველწლიური საკუთარი საჭიროება ტვირთებზე 1.0 მლნ ტონაა, რაც ძირითადად რუსეთიდან შესული საწვავით და სამშენებლო მასალებით ფორმირდება. ოჩამჩირის ნავსადგურის სრული სიმძლავრით ამოქმედების პირობებში (აფხაზეთი თურქეთის მიმართულებით ახორციელებს ქვანახშირის საზღვაო გადაზიდვებს), დაახლოებით 1.0 მლნ ტონა ქვანახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი ტყვარჩელი – ოჩამჩირის სარკინიგზო განშტოებით, რაც ჯამში – 2.0 მლნ ტონაა,” – აცხადებს ორგანიზაცია.
ბუნებრივია ისმის კითხვა, საიდან უნდა მოვიდეს „დანარჩენი“ – 2.0 მლნ ტონა ტვირთი, იმისათვის, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთმა, ასე თუ ისე წონასწორულ ფინანსურ მდომარეობაში იფუნქციონიროს. TCRC-ის მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს გავლით “გამჭოლი” სატრანზიტო გადაზიდვების განხორცილება, მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების პირობებში შესაძლოა აღდგეს, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს – საქართველოს ტერიტორიაზე ინგირამდე სარკინიგზო ინრასტრუქტურის 90 კმ აღდგენას, ამ ეტაპზე რუსეთისათვის ოჩამჩირის გავლით ახალი დერეფნის გაჭრა სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს.
“აფხაზეთისათვის აუცილებელია, რუსეთიდან დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მიღება, რისი განხორცილებაც დაწყებულია, 2022 წელს 2021 თან შედარებით თითქმის ორჯერ გაზარდა გადაზიდვები. 2023 წელს მოხდა ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებლის მიღება.2023 წლის მარტში. ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებელი პირველად შევიდა სოხუმში, მოგვიანებით ოჩამჩირის ნავსადგურიდან განხორციელდა კონტეინერების გადატვირთვა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა დაუბრკოლებლივ შეძლო აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრა. ისმის კითხვა, რამდენად შესაძლებელია რუსეთის მიერ გაჭრილი დერეფანი აღმოჩნდეს სიცოცხლისუნარიანი? ბუნებრივია, ეს საკითხი მოითხოვს დამატებით, კვლევას,” – აცხადებენ TCRC-ში.