რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი რუსი, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის, ცოლი და ორი შვი­ლის დედა. ის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ და გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რით, არა­მედ მას­პინ­ძლო­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

2021 წლის მარ­ტში, მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­პინ­ძლობ­და რუს ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ პოზ­ნერს, რამაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­ულ კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნოს და ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყოს ხელი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლე­ბი

მი­რან­და და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, ინ­ჟინ­რე­ბის ოჯახ­ში. მამა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, რის გა­მოც უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლით, სა­დაც მი­რან­და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჰქონ­და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის “ივე­რი­ის” წევ­რი.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, არ არის ტი­პუ­რი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ალ­ბო­მებს უშ­ვებს, კლი­პებს იღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას ეძებს. ის არ და­დის კონ­კურ­სებ­ზე, არ აგ­რო­ვებს კო­მენ­ტა­რებს YouTube-ზე.

  • “მის­თვის მთა­ვა­რია გი­ტა­რა, პი­ა­ნი­ნო და მე­გობ­რე­ბის წრე. ასე­ვე, მისი მე­უღ­ლე, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ცე­ზარ სა­ტე­ლი­ტის“ პრე­ზი­დენ­ტია და ცო­ლის კა­რი­ე­რას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მი­რან­დას არ მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ბრძო­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მე­ბი. თა­ვი­დან­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და­ხუ­რულ კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რას, სა­დაც ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი იკ­რი­ბე­ბო­და, თუმ­ცა რო­დე­საც 1994 წელს ქარ­თულ ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლ „ივე­რი­ა­ში“ სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეს, ის ხში­რად და­დი­ო­და ტურ­ნე­ე­ბით ის­რა­ელ­სა და მოს­კოვ­ში, სა­დაც მან მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

მი­რან­და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ მისი კა­რი­ე­რა შედ­გე­ბა ღირ­სე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის­გან, და მას არ სურს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი მი­აღ­წი­ოს მხო­ლოდ ფუ­ლი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გამო. მას შემ­დეგ, რაც მი­რან­და მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და, მისი ცხოვ­რე­ბა უფრო მშვი­დი გახ­და და ამ­ჯე­რად მისი ახა­ლი ქმა­რი, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, და­ეხ­მა­რა მას სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა იყო. მე­ო­რედ რუს­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა წყვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ოთხი წლის შემ­დეგ ქმრის ოჯა­ხი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბით და­ტო­ვა და ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში გა­აგ­რძე­ლა. მას ყო­ველ­თვის ჰყავ­და გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

“ათი წე­ლია, ვიც­ნობ ჩემს ქმარს და და­მი­ჯე­რეთ, ისე გავ­ყე­ვი ცო­ლად, არ ვი­ცო­დი, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბაზა გა­აჩ­ნდა. და­ვი­ნა­ხე, იქ ჩა­მო­ვი­და, აქ ჩა­მო­ვი­და, რას ხარ­ჯავ­და – იდი­ო­ტი ხომ არ ვი­ყა­ვი, არ და­მე­ნა­ხა, მაგ­რამ, არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პატ­რო­ნი იყო. იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ში და ცხოვ­რე­ბას იმ­დე­ნად ვუ­ყუ­რებ, რო­გორც თავ­გა­და­სა­ვალს, რომ, ამ მხრივ არაფ­რის მე­ში­ნია. ზუს­ტად ვიცი, ხვალ რომ უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე მოვ­ხვდე, იქაც მო­ვი­წყობ ჩემს სამ­ყა­როს და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ასე­თი რამ არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.“ – ამ­ბობ­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირ­ვე­ლი ქმა­რი

“ზა­ლი­კოს­თან ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვიც­ნობ­დი. ზა­ლი­კომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე, იმი­ტომ, რომ ერ­თად ცოტა ხანს ვი­ყა­ვით – ექ­ვსი თვე. თუმ­ცა, ის პირ­ვე­ლი ბიჭი იყო, ვი­საც ვა­კო­ცე და ცო­ლად გავ­ყე­ვი. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო დავ­შორ­დით. ისე­თი ტრა­გე­დია მქონ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რა არის? წა­ჩხუ­ბე­ბაც ხდე­ბა და დიდი კონ­ფლიქ­ტე­ბიც. დეპ­რე­სი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მებ­რძო­ლი ვარ. მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ისე მტკი­ო­და, ისე, რომ, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ვიგ­ლი­ჯე. მაგ­რამ, რო­დე­საც წერ­ტი­ლი და­სას­მე­ლია, უნდა დას­ვა და იქი­დან გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცას „ბო­იფ­რენ­დი“ ჰყავს, ვი­ღა­ცას – ქმა­რი. ჩემს ყვე­ლა „ბო­იფ­რენ­დს“ უნ­დო­და ჩემი ცო­ლად მოყ­ვა­ნა და, რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, როცა მიყ­ვარს, ეს ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არას­დროს მომ­ხდა­რა ისე, ვიყო ერთ ადა­მი­ან­თან და გა­მი­ტა­ცოს მე­ო­რემ. სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და არ ჩა­ი­ფერ­ფლე­ბო­და, მა­ნამ არ აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სხვა გრძნო­ბა.“ – ამ­ბობს მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

მი­რან­დას და ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია სულ უფრო იზ­რდე­ბა. მათი სახ­ლი მოს­კოვ­ში ყვე­ლა სტუმ­რის­თვის ღიაა

– მე და ჩემს მე­უღ­ლეს ღია სახ­ლი გვაქვს, ვახ­შმებს, მი­ღე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავთ, ამი­ტომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია და ბევ­რი ხალ­ხი შე­მო­დის, ასე რომ, არა­ვინ იცის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ამას უბ­რა­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვა­კე­თებთ. მე კი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბად არ ვპო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ, თუმ­ცა ნა­მუ­შევ­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა უკვე გვაქვს. მე­ში­ნია, ჩვენს კო­ლექ­ცი­ას ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა „კო­ლექ­ცია“ და­ვარ­ქვათ, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ხუ­თას­ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაქვს. ლე­ო­ნიდს, მა­გა­ლი­თად, აქვს ვლა­დი­მერ ია­კოვ­ლე­ვის და სხვა ნონ­კონ­ფორ­მის­ტე­ბი­სა და სა­მო­ცი­ა­ნი მხატ­ვრე­ბის დიდი კო­ლექ­ცია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იყი­და და ად­რე­ვე და­ი­წყო მათი შეგ­რო­ვე­ბა, ვერც კი მიხ­ვდა, რომ აგ­რო­ვებ­და.

ამ კუ­თხით სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ იმის­თვის, რომ იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მცოდ­ნე და მოყ­ვა­რუ­ლი, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მთა­ვა­რია პრაქ­ტი­კა, გა­ტა­ცე­ბა და ინ­ტე­რე­სი და და­ახ­ლო­ე­ბით ჩვიდ­მე­ტი წე­ლია ამით ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დე კი იყო მომ­ხიბ­ლა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­ში, მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის გაც­ნო­ბა, ახა­ლი ეს­თე­ტი­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ეს არ გვი­ნა­ხავს და ზრდა ზუს­ტად მა­შინ მოხ­და.

ვრცლად