ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საჯარო ლექცია გამართა.
მათივე ცნობით, ანა დოლიძემ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა და სასამართლო რეფორმის მისი ხედვა წარუდგინა.