სალომე ზურაბიშვილი – აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა

დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში იმისთვის იმყოფება, რომ ქართველი ხალხის ხმა წარადგინოს.
„მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ , – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია