ინაუგურაციამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დონალდ ტრამპთან განიხილებოდა, მისი ფლორიდის რეზიდენციაში – მარ-ა-ლაგოში. ჯო უილსონი მარ-ა-ლაგოში ნამყოფი არაა

ინაუგურაციამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დონალდ ტრამპთან განიხილებოდა, მისი ფლორიდის რეზიდენციაში – მარ-ა-ლაგოში. ჯო უილსონი მარ-ა-ლაგოში ნამყოფი არაა
ტრამპის ვიზიტორები იყვნენ: ილონ მასკი, , ჯორჯა მელონი, მარკ ცუკერბერგი, კრის მარშალეკი და ბრედ გარლინგჰაუსი, – წერს პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს, სადაც, მისი განმარტებით, ჩანს, რომ ბადრი ჯაფარიძე ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს საპირფარეშოს ფონზე ერთვება.
ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრები ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში იმართებოდა, სადაც ჯო უილსონი ნამყოფი არ არის.
„ინაუგურაციამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დონალდ ტრამპთან და მის უახლოეს გარემოცვასთან განიხილებოდა, მისი ფლორიდის რეზიდენციაში – მარ-ა-ლაგოში. უკანასკნელ 28 დღეში მისი ვიზიტორები იყვნენ: ილონ მასკი (“Х”), (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), მარკ ცუკერბერგი (“Meta”), კრის მარშალეკი (Crypto. com) და ბრედ გარლინგჰაუსი (Ripple). ჯო უილსონი მარ-ა-ლაგოში ნამყოფი არაა. ყველა დანარჩენი ტრამპთან საკუთარ სიახლოვეზე სასტუმროს საპირფარეშოს ფონზე გვიყვებიან. რეალურად – რასთან აქვთ სიახლოვე, თავად დარწმუნდებით”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს