მედია: ორივე მოსამართლე თავისი თანამდებობა ათწლეულების განმავლობაში ეკავა და აქციის მონაწილეების, ხელოვანებისა და აქტივისტების გასამართლებაში მონაწილეობდნენ

ირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ალი რაზინი და მოჰამედ მოღისეჰი სასამართლოში შეიარაღებულმა პირმა მოკლა.

ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოს, Mizan-ის ცნობით, თავდასხმისას დაცვაც დაშავდა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

Mizan-ის განცხადებაში თავდასხმა დაგეგმილ მკვლელობად არის მოხსენიებული.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, პირველადი გამოძიებით, თავდამსხმელი უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში არ ფიგურირებდა.

მოტივი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

ორივე მოსამართლე თავისი თანამდებობა ათწლეულების განმავლობაში ეკავა და აქციის მონაწილეების, ხელოვანებისა და აქტივისტების გასამართლებაში მონაწილეობდნენ.

2019 წელს -მ მოღისეჰს სანქციები დაუწესა “უამრავი უსამართლო სასამართლოს [განხილვისთვის], რომელთა ფარგლებშიც ბრალდებები დაუსაბუთებელი, მტკიცებულებები კი უგულებელყოფილი იყო”. მანამდე, 2011 წელს მოღისეჰის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა მიიღო.

ერთ-ერთ შემთხვევაში მოღისეჰმა Facebook-ის 8 მომხმარებელს რეჟიმის საწინააღმდეგო საჯაროობისთვისა და რელიგიის შეურაცხყოფისთვის ჯამში 127 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, 2019 წელს ცნობილი ირანის უფლებადამცველი, ნასრინ სოტოუდეჰს კი 33 წლით პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯა.

1999 წელს რაზინი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისისთან ერთად მას 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის გასამართლებასა და სიკვდილით დასჯაში სდებენ ბრალს.

წყარო