მედია: “შაბათის მთავარის” წყარო: ახალი წლის ღამეს, ბესელიამ და დგებუაძემ ღამის კლუბის თანამშრომლებს სცემეს – დეტალები ბათუმიდან და დგებუაძის გამოკითხვის ოქმი

ჩხუბი რომელსაც ყველა მალავს, “შაბათის მთავარის” წყაროს ინფორმაციით ს ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს მოხდა.

დაწესებულის დაცვის წევრი დაპირისპირებას სავარაუდოდ პირადად შეესწრო, თუმცა დეტალებზე  საკუთარი უსაფრთხოების გამო არ საუბრობს. ამბის დადასტურების შემთხვევაში მას პრობლემები პოლიციასთან შეექმნება.

კონფიდენციალური წყაროს მონაყოლით 31 დეკემბრის ღამეს, კლუბ “ეკლიპსში”  კლუბის რამდენიმე თანამშრომელი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს. წყაროს ინფორმაციით დაპირისპირებაში პირადად მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე.

წყაროს ინფორმაციითვე, კლუბში დაწყებული დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა და მასში მონაწილეობას -ს ის თანამშრომლები იღებდნენ, რომლებიც ბესელიამ და დგებუაძემ გამოიძახეს.

წყაროს მონათხრობით, პოლიციის ხელმძღვანელებმა და მათმა თანმხლებმა პოლიციელებმა კლუბის დაცვის თანამშრომელი და დიჯეი ისე სცემეს, რომ ორივეს საავადმყოფოში მოთავსება დასჭირდათ. ნაცემი დიჯეი, ჩვენი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის მაღალჩინოსნების მერ ჩადენილ დანაშაულს შსს-ც და დაზარალებულებიც 18 დღეა საგულდაგულოდ მალავენ. გომელაურს მისი რჩეული პოლიციელების მხილება არ სურს, დაზარალებულები კი დაშინებულები არიან.  თუმცა წყარო, რომელმაც ახალი წლის ღამეს მომხდარი ჩხუბისა და პოლიციელების ანგარიშსწორების შესახებ მოგვიყვა,  ამ ძალადობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. ის გვიმტკიცებს  რომ დაპირისპირება პოლიციელებსა და დაცვის თანამშრომელს შორის ღამის კლუბის შესასვლელთან დაიწყო, მაშინ როდესაც ბესელიასა და დგებუაძეს კლუბის ტერიტორიაზე დასაშვებად ღონისძიების ბილეთები მოსთხოვეს. როგორც ჩანს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ბათუმში ყველაფერი გასდით, ეს იუკადრისეს და კლუბში თანმხლებ პირებთან ერთად მაინც შევიდნენ. წყაროს ცნობით, ადგილზე პირველი რაც ქნეს, მუსიკის გათიშვა მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მოწვეულ დიჯეის სცემეს.

წყაროს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ბესელია- დგებუაძეს თან ახლდა და დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ვანიძე. სხვების მსგავსად ჩვენს შეკითხვებს ისიც თავს არიდებს.

როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ, ღამის კლუბის ნაცემი თანამშრომლები  მრავლობითი დაზიანებებით რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდნენ, მკურნალობის პარალელურად ნაცემ მოქალაქეებთან პოლიციელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.

გრიგოლ ბესელია ირაკლი დგებუაძის ნათლიაა და ბათუმის პოლიციის უფროსადაც დგებუაძე სწორედ ბესელიას ინიციატივით დაინიშნა, “ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ის წლები რიგით ოპერად მუშაობდა და მისი მთავარი მოვალეობა საპროტესტო აქციებზე ქუჩაში გასული ადამიანებისთვის ფოტოების გადაღება იყო.

პირველად კი დგებუაძემ თავი ბათუმში რუსული გემის ამბებზე გამოიჩინა, როცა აქციაზე ნათლიასთან ერთად მივიდა და მომხდარის გასაპროტესტებლად მისული მოქალაქეები ძალით დააჭერინა.

წლების მანძილზე, ბესელიასა და დგებუაძის სახელი არაერთს საქმეს დაუკავშირდა. მათ შორის ჩვენს არქივშიც არის ინტერვიუები, როცა პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალადობაში სდებენ ბრალს.

ვიდეო