რუსთაველის მეტროსთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი იყო რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებელს გაუჩნდა.
უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის და მოცულობის ზიანი მიადგათ მოქალაქეებს.