ნუ წარმოგიდგენიათ, რომ ოპოზიციას შეუძლია ფაქტებს და ობიექტურობას მისცეს ობიექტური შეფასება, ეს გამორიცხულია – ანრი ოხანაშვილი

“ქართული ოცნება” ოპონენტებისგან ინტერესდება, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს დოკუმენტს, როდესაც ევროკომისიის პაკეტი ითარგმნება და საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება. აქვე მმართველ გუნდში ფარისევლობას უწოდებენ ფაქტს, რომ საქართველოში ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსულ ინიციატივად შეფასდა.
ევროკომისიამ გუშინ წარადგინა “დემოკრატიის დაცვის პაკეტი”, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.
გეგმის მიხედვით, ლობისტური საქმიანობით დაკავებული სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში და ევროკავშირის ქვეყნებს ევალებათ ასეთი რეესტრის შექმნა.
საჯარო უნდა იყოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ყოველწლიურად მიღებული თანხები, დაინტერესებული ქვეყნები და საქმიანობის ძირითადი მიზნები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ობიექტურობის იმედი არ აქვს.
“ერთი-ერთში გადათარგმნილ კანონპროექტს ეწოდა რუსული. ახლა ველოდებით ევროკავშირის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომ გადაითარგმნოს, უწოდებენ თუ არა ისევ რუსულ კანონს. ნუ წარმოგიდგენიათ, რომ ოპოზიციას შეუძლია ფაქტებს და ობიექტურობას მისცეს ობიექტური შეფასება – ეს გამორიცხულია. ისინი იტყვიან, რომ ეს კანონიც არის რუსული. მათი ამოცანაა შავი ფული ატრიალონ და ამას მისცენ სივრცე, ისე, რომ გამჭირვალე არ იყოს ეს ყველაფერი,” – აცხადებს ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას