გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას