დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის გამოშვების შესახებ განაცხადა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაცხადა საკუთარი კრიპტოვალუტის გაშვების შესახებ, სახელწოდებით $TRUMP-ი. პირველ დღეს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
გაშვებიდან პირველ საათებში $TRUMP-ის მემკოინის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, საათ-ნახევრის შემდეგ კი ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
პროექტის ვებგვერდი შექმნილია ტრამპის სტილში და შეიცავს ფრაზას “ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა”, რომელიც ტრამპმა 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ წარმოთქვა.
ტრამპმა, რომელმაც ადრე კრიპტოვალუტებს თაღლითობა უწოდა, საარჩევნო კამპანიის დროს აზრი შეიცვალა. პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს “კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად” აქცევს და ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს დააგროვებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?