ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოსაც და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – კაია კალასი

ევროპული საბჭო წელს ბოლოჯერ შეიკრიბება და მათ წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელით. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოსთან მიმართებაში მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, საქართველოს ყოველთვის უჭერდა მხარს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
“ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოსაც და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და ქვეყანამ ასევე უნდა გამოიჩინოს ნება. ეს პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამის გაგრძელება. ვიღაცამ ძალიან მართებულად თქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა გაფართოებაზე, არამედ გაერთიანებაზე, რადგან გეოგრაფიულად ეს არის ევროპა, მაგრამ ჩვენც ყველა ერთ სისტემაში უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლოა”, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები