“ასეთი კანონმდებლობის მიღების საჭიროება ახლა არ არის, როდესაც 9 დათქმა უნდა შევასრულოთ” – ევროპარლამენტში დაინიცირებული “დემოკრატიის დაცვის პაკეტი” თბილისში დისკუსიის საგანია

ევროპარლამენტში დაინიცირებული “დემოკრატიის დაცვის პაკეტი” მეორე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანია თბილისში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ კანონი რუსეთს უნდა შეეხოს და არა დასავლეთს.
“უნდა დაკონკრეტდეს საფრთხე ვისგან მოდის. საქართველოს შემთხვევაში საფრთხე მოდის სგან. კანონი უნდა შეეხებოდეს, რა თქმა უნდა, რუსეთს, დასავლეთს თუ შეეხება, ეს იქნება რუსული კანონის ანალოგი. თუ დაკონკრეტდება, რომ რუსეთის გავლენებისგან დაცვას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ კანონმდებლობის მიღების საჭიროება ჯერ არ დგას.
“ევროკავშირში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა რუსეთთან და რუსული გავლენის ორგანიზაციებთან ბრძოლის. ჩვენ, რაც გვქონდა რუსული კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ეს იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რა თქმა უნდა, ძალიან სწორად შეაფასეს, რომ ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს გვიწოდებდნენ აგენტებს, ამიტომ, ვფიქრობ ასეთი კანონმდებლობის მიღების საჭიროება ახლა არ არის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 9 დათქმა უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ორგანიზაცია “V-DEM”აქვეყნებს კვლევას, სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები