ლევან ლორთქიფანიძე – გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რამდენიმე დღეში 20 იანვარიც დადგება, ანუ დღე, როცა -ს ახალი პრეზიდენტის ს ინაუგურაცია შედგება. ანუ დღე, რომლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ „ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვის“.
ახლა ვხედავთ, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს ხელისუფლებიდან მიწვეული არავინაა. ამ ღონისძიებას დაესწრება, რომელსაც ოპოზიცია და საქართველოს პარტნიორები ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად თვლიან.
საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია ხელახალი ს ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. „ქართული ოცნება“ არა თუ უკან დახევას არ აპირებს, ძალის დემონსტრირებით ოპონენტების წინააღმდეგობის დაძლევის პოლიტიკის გატარების ქალაქად ახლა აქცია. ბათუმში გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა მოხდა, ხელისუფლება ამბობს რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმედი იმისა, რომ ეს საქმეები სამართლიანად იქნება გამოძიებული, რეალურად არ არსებობს. დაკავებულია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
დოლიძის ქუჩაზე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების ორგანიზებული ძალადობაც საკმაოდ მძიმე სანახავი იყო.
ვხედავთ, რომ თბილისში აქციებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისათვის არც ერთი პოლიციელი არაა დასჯილი. ამ მოვლენების ფონზე პრემიერმა მ შს მინისტრი გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს მიერ სანქცირებული გომელაურს პოლიციის გენერალ- პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.
როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? საზოგადოების აქტიურობაზე „ქართული ოცნების“ რეაქციას, იმ პროპაგანდას, რომელსაც იგი პროტესტანტების წინააღმდეგ ეწევა?
– პოლიტიკის მეცნიერებაში ამგვარ პროცესს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობას უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ მისგან განსხვავებული პოზიციის მქონე ყველა სუბიექტი უკიდურესად დაასუსტოს, სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ძალა და სურვილი წაართვას. მონდომების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ჩახშობა ჯერჯერობით არ გამოსდის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მედგარ წინააღმდეგობას უწევს ერთმმართველობის საბოლოოდ დამკვიდრებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
თუმცა, არც ივანიშვილის გუნდი იტეხს იხტიბარს. მათი წყალობით, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია კანონის ნაცვლად ოლიგარქს ემსახურება და საკუთარ თანამოქალაქეებს უპირისპირდება.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სასამართლოც ერთ კონკრეტულ ლიდერს ექვემდებარება და მოქალაქეთა დაშინებას უწყობს ხელს. პროპაგანდის მსხვერპლად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეები ნათესავებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან კომუნიკაციაზე უარს ამბობენ ან მძაფრად უპირისპირდებიან მათ, ფარული სიხარულით ხვდებიან, თანაუგრძნობენ ახალგაზრდებისთვის ძვლების დამსხვრევას, თავ-პირის დალეწვას, სახელისუფლებო რეპრესიებს.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, რადგან არავის უსმენს, არავის წინადადებას არ ითვალისწინებს და სურს, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მართოს ქვეყანა. საშიშროება რეალურია. ალბათ, დროა მისი კეთილისმსურველები, ოჯახის წევრები გააქტიურდნენ და შეაგონონ საკუთარ აზრებთან, მლიქვნელებთან და მაამებლებთან ერთად მარტო დარჩენილ ავტოკრატს, რომ საქმე მძიმედაა მისთვისაც, მისი უახლოესი გარემოცვისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც.
– დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამბობს, რომ არა მხოლოდ „სახელისუფლებო კრიზისში“ ვართ, არამედ ბევრი თვალსაზრისით „პოლიტიკურ ჩიხშიც“ ვართ.
კრიზისსა და ჩიხში ყოფნას „ქართული ოცნება უარყოფს. ბოლო დღეებია „ქართული ოცნება“ ტრამპისგან მოითხოვდა აშშ-ში დიფ სტეიტის დამარცხებას. ახლა იგივეს ბრიტანეთისგან ითხოვს, რადგან თემთა პალატაში აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
როგორ ფორმაში და რა შედეგებით ხვდება აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციას „ქართული ოცნება”?
– „ქართული ოცნება“ სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. მეზობლების გარდა კობახიძის კაბინეტის წევრებს არავინ ელაპარაკება. მეტიც, დასავლეთში მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებენ, აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში კი ოლიგარქის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები სერიოზულ, გავლენიან, თანმიმდევრულ ძალად არ აღიქმებიან, მათზე დაყრდნობას არავინ გეგმავს, არც ერთ მნიშვნელოვან აქტორს არ სურს საქმე დაიჭიროს პარტიასთან, რომელიც ცალ ფეხზე დგას და როდის ჩამოემხობა თავზე მთელი სისტემა, ღმერთმა უწყის.

უკვე პროპაგანდის დონეზეც კი პრობლემები აქვთ, ვერ აურჩევიათ შეთქმულების რომელ თეორიას მიემხრონ. წარსულში ისინი მონდომებით საუბრობდნენ „გლობალური ომის პარტიაზე“. „ქართული ოცნების“ იდეოლოგები დასახელებული ტერმინით აღნიშნავდნენ ერთგვარ ტრანსნაციონალურ გაერთიანებას, საერთაშორისო კოალიციას, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში ომების გაჩაღებას ესწრაფვის, რათა საკუთარი ფინანსური მოგება კოლოსალურად გაზარდოს.
„დიფ სტეიტი“ ტრანსნაციონალური, სახელმწიფოზე მაღლა მდგომი, გლობალური მოვლენა არ გახლავთ. „დიფ სტეიტს“ სხვაგვარად უწოდებენ „სახელმწიფოს სახელმწიფოში“. მაშასადამე, დასახელებული ცნებით შეგვიძლია მოვიხსენიოთ კონკრეტული სახელმწიფოს აპარატში, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე გუნდი, რომელიც ცდილობს საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს დემოკრატიული პროცესი.
მაგალითად, ამერიკელი რესპუბლიკელების რადიკალური, თავზეხელაღებული ფრთა „დიფ სტეიტად“ მოიხსენიებს სხვადასხვა სამინისტროებში ხანგრძლივი ვადით მოკალათებულ ბიუროკრატებს, ექსპერტებს, საიდუმლო სამსახურებს, მათ საიდუმლო ალიანსებს.

ერთი სიტყვით, ქართველი თუ ამერიკელი კონსპიროლოგების მსჯელობას თუ მივყვებით, დავასკვნით: „გლობალური ომის პარტია“ გლობალურ ასპარეზზე მოქმედებს, „დიფ სტეიტი“ კონკრეტულ სახელმწიფოთა სტრუქტურებშია ჩაბუდებული. გაგვაგებინონ, რომელ აქტორს სურს ერთი ქართველი ბიზნესმენის მოცილება – გლობალური მასშტაბით მოქმედს თუ ეროვნულ არენაზე დამკვიდრებულს. იქნებ რაღაც კიდევ უფრო დიდი მოვლენაც არსებობს – „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სტეიტის“ გაერთიანება.
გული მტკივა, ვწუხვარ, განვიცდი, რომ საქართველოს მოქალაქეთა თუნდაც მცირე ნაწილს სჯერა ამ შეთქმულების თეორიებს. თურმე ქვეყანა, რომელმაც ფაროსანა ვერ დაამარცხა, სკოლის საპირფარეშოებში ტუალეტის ქაღალდი ვერ შეიტანა, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა („კუკუშკა“) ვერ შეინახა, ახერხებს იმ გლობალური შეთქმულებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელმაც მუხლებზე დასცა შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და მთელი ევროკავშირი.
– შემფასებელთა და კვალიფიციურ დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ „ქართული ოცნება“ არ ელოდა საზოგადოების მხრიდან მძაფრ პროტესტს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკომისიის წინაშე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების საკითხს.
ამ თემაზე საზოგადოების აქტიურობამ რომ მოლოდინს გადააჭარბა, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ანტიდასავლურ პროპაგანდასაც დაეტყო და ქცევასაც. განსაკუთრების იმის მტკიცებას, რომ დასავლეთისგან დისტანცირებულ საქართველოს ახლა უფრო „სუვერენულ პოლიტიკას“ გატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქუჩაში გამოსულ პროტესტანტ „ნაცს“, ან „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ეძახის, ფაქტია, რომ ეს ასე არაა. ოპოზიცია რომ ამ პროცესის კულისებში აღმოჩენილი, იმაზე მეტყველებს, საპროტესტო აქციებს საზოგადოება მართავს.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ქუჩაში გამოსულ ხალხს ფინანსურად მდიდარი არასამთავრობო სექტორი უმაგრებს ზურგს. მათივე ვარაუდით ეს აქციებიც მალე ჩაცხრება. აქციის მონაწილეები ასე სულაც არ ფიქრობენ. თუმცა, ჯერ მოდით იმაზე გკითხავთ – თქვენ როგორ აფასებთ ამ აქციებს? რა მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკური ცხოვრებისათვის?
– უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე აქციები უკვე იქცა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილების წინაპირობად. ნელ-ნელა წარსულს ბარდება ველური ინდივიდუალიზმი, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოში გახლდათ გამეფებული.
ადამიანებს წლობით ეუბნებოდნენ, რომ საზოგადოება მხოლოდ ინდივიდებისა და უკიდურეს შემთხვევაში, ოჯახებისგან შედგება. გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახზე უფრო მსხვილი, მრავალრიცხოვანი გაერთიანებები ჩვენს საზოგადოებაში აღარ არსებობენ, სოლიდარობისთვის ნათესავების გარდა არავის იმედი არ უნდა გვქონდეს.
დღეს კი ვხედავთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, როგორც თსუ-ის ერთი შესანიშნავი პროფესორი იტყოდა, პროფესიული და ტერიტორიული ნიშნით დაირაზმნენ. თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში თვალს ვადევნებთ IT სპეციალისტების, დაზღვევის აგენტების, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მარშებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილთა მსვლელობებს.

მოთხოვნებით, გაამდიდრებენ ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებენ ერთმანეთს, მთელ ქვეყანას აჩვენებენ, რომ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პარტიების, კლანების საქმე არ არის, პოლიტიკაზე ზემოქმედება პროფესიული და ტერიტორიული ნიშნით ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანებსაც შეუძლიათ.
ამ აქციების წყალობით ადამიანებმა საკუთარი ძალა შეიგრძნეს, საზოგადოებამ გამოიღვიძა და იმედია, კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს სიფხიზლეს.
– ქუჩის აქციებმა პოლიტიკურ ველზე გამოაჩინა ახალი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ ჩანდნენ. რამდენიმეჯერ ვისმინე მათ მსჯელობას. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ამ თაობისთვის და ამ ადამიანებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნეპოტიზმი, კორუფცია, კვალიფიციურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი.
არადა, ისიც დავინახეთ, რომ მათი უმეტესობა არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას რომ არაა გამორიცხული ისინი მათი კონკურენტებიც კი აღმოჩნდნენ.
ვხედავთ, რომ ამ პროცესში გარკვეული როლი ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ყოველ შემთხვევაში, ახლა სწორედ იგი მიწვეული ტრამპის ინაუგურაციაზე და არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ამ თემაზე კითხავს ასე დავსვამდი – ქუჩის აქციების ფონზე რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? შექმნილ ვითარებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთის მიერ პრეზიდენტად მიჩნეულმა ზურაბიშვილმა?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქუჩის აქციებმა პოლიტიკურ ველზე ახალი პარტია გააჩინოს?
– დღეს ოპოზიციას ბევრი საქმე არ აქვს, ხალხს ოპოზიციონერთა ხელმძღვანელობა არ სჭირდება. ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ თავს უნდა მოუარონ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უნდა ამეცადინონ თავიანთი დამკვირვებლები და კომისიის წევრები, აშენონ თავიანთი სტრუქტურები რეგიონებში, უნდა იფიქრონ პროგრამულ განახლებაზე, გამოავლინონ თავმდაბლობა და თავშეკავება, გაუხსნან თავიანთი ტელევიზიების ეთერი რიგით მოქალაქეებს.
აშკარაა, რომ დღეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები საზოგადოების მოთხოვნებსა და მისწრაფებებს სათანადოდ ვერ პასუხობენ და გამოხატავენ. წესით და რიგით, ქართველი ხალხი ჩვენს პოლიტიკურ კლასთან შედარებით მრავალჯერ უფრო კულტურული და გემოვნებიანი უნდა იყოს.

ჩვენი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარტიულ ველზე წარმოიქმნას შემოქმედებით, კულტურული, დახვეწილი კონსერვატიული ძალა, ევროპული ყაიდის სოციალიზმის მიმდევარი გაერთიანება, ლიბერალები ისედაც ბლომად არიან, მათი თავმოყრაა საჭირო.
ასეთ ძალებს შეუძლიათ მშვიდობიან კალაპოტში მოაქციონ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, ხალხი დააბრუნონ პოლიტიკაში. აქციების გულში მდგარ ადამიანებზე უკეთ ვინ იკისრებს ამხელა პასუხისმგებლობას? ალბათ, ვერავინ. შესაბამისად, საჭიროება იმისა, რომ ქუჩის აქციებმა პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიები გააჩინოს უდავოდ არსებობს.
სხვა საკითხია, რამდენად დიდია ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოქმნის ალბათობა. ქვეყანაში რესურსების შიმშილია. ადამიანებს არ აქვთ ფუფუნება, რომ თავიანთი შემოსავლის, დროის ნაწილი დაკარგონ, საფრთხეში ჩაიგდონ თავი და პარტიულ საქმიანობას დაუთმონ ენერგია. ფინანსები მოქალაქეთა უკიდურესად მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი, ისინი არ ისურვებენ მათგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობების არენაზე გამოჩენას. ხარისხიანი მედია-პროდუქტის წარმოების შესაძლებლობებიც შეზღუდულია.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის საკითხს. თავდაპირველად, ორიოდე სიტყვა თავად მის ფიგურაზე ვთქვათ. საქართველოს V პრეზიდენტის სიმტკიცე და პრინციპულობა აღფრთოვანებას იწვევს. ბოლო წლებში მან გაუძლო შემოტევებს ყველა მხრიდან. უღირსი მამაკაცები წელს ქვევით დარტყმებსაც არ თაკილობენ სამოცდაათს გადაცილებული ქალის წინააღმდეგ, მაგრამ მას წარბიც კი არ შეუხრია.
ქალბატონი სალომე ერთგულად, თანმიმდევრულად ემსახურება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, ახერხებს იყოს საიმედო, სანდო ფიგურა ახალგაზრდობისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ქონდრისკაცების გარემოში მისი ეს თვისებები ათმაგ შთაბეჭდილებას ახდენს პატიოსან დამკვირვებელზე. აქედან გამომდინარე, მას დღევანდელ ვითარებაში ორი უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება:
1.ზურაბიშვილმა საქართველო უნდა მიიყვანოს ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე. მისმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს საგზაო რუკა, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ, რა პროცედურებით შეიძლება დაინიშნოს საქართველოში ხელახალი და სამართლიანი საპარლამენტო კენჭისყრა.
ამასთანავე, იგი უნდა იყოს ინიციატორი ახალი რეგულაციების შემოღებისა, რომლებიც ამომრჩევლებს მოსყიდვისა და დაშინებისგან დაიცავენ (მაგალითად, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაწესდეს წინასაარჩევნო პარტიული დაფინანსების ზედა ზღვარი. არ შეიძლება, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ერთი პარტია 200 000 ლარს ხარჯავდეს და მეორე 20 მილიონს.
2. ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში V პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უნდა გააქტიუროს მსჯელობა „ქართული ქარტიის“ შესახებ. გარდამავალ პერიოდში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებამდე საქართველოს ტექნიკური მთავრობა სჭირდება ანუ მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უპარტიო დარგობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტდება და არა პარტიული ლიდერებით.
უკიდურეს შემთხვევაში, გამოუვალ მდგომარეობაში სალომე ზურაბიშვილს, როგორც პროევროპული სეგმენტის მაკონსოლიდირებელ ფიგურას კიდევ ერთი ფუნქციის შესრულება შეიძლება მოუწიოს.
თუ აქციის შუაგულში მდგომი ადამიანები რესურსების სიმცირის გამო ვერ შეძლებენ ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნას, არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან კონკურენტუნარიან ბრძოლაში შესვლას, სალომე ზურაბიშვილი ახალი „სახალხო ფრონტის“ ინიციატორი უნდა გახდეს.
პარტიების მკვლევრები „სახალხო ფრონტს“ უწოდებენ „პერესტროიკის“ პერიოდის აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ პოლიტიკურ კოალიციებს, რომელიც აერთიანებდნენ ყველას კომუნისტების გარდა. მაშასადამე, განსაკუთრებულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფიგურად, რომელიც მომავალ არჩევნებზე ერთი ქოლგის ქვეშ თავს მოუყრის ყველას, ნაცებისა და ქოცების გარდა.
– არჩევნებამდე ბევრი საუბრობდა „ქართული ოცნების“ მმართველობის ავტორიტარულ ტენდენციებსა და გამოვლინებებზე.
ვნახეთ, რომ თბილისში აქციებისას საზოგადოებაში შიშის გაჩენას აქციებზე არ უმოქმედია, მაგრამ, სამწუხაროდ, სამართლებრივი სისტემის მიმართ უნდობლობა გააჩინა.
პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობამ კანონის დამრღვევებში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია სულ უფრო მასშტაბური ხასიათს იღებს. განსხვავებული აზრის მიუღებლობა საზოგადოებაში იმდენად დიდია, ფაქტია, რომ ასე დიდხანს გაგრძელებაც საფრთხის შემცველია.
წესით, პასუხისმგებლობის მქონე „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალზე უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ხდება.
გასული წლის 6 დეკემბერს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ თქვით – „ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია“.
რამდენად და როგორაა შესაძლებელი „კატასტროფული გარდაუვალობის“ შეჩერება, თუ შეჩერება არა, არასასურველი შედეგების მინიმალიზება?
– არასასურველი შედეგების მინიმალიზებისთვის აუცილებელია მოქმედი პრემიერ-მინისტრის სახლში გაშვება და კვაზი პრეზიდენტის გადაყენება. დროებითი მთავრობის მეთაურმა სალომე ზურაბიშვილის გეგმის მიხედვით უნდა დანიშნოს ხელახალი და სამართლიანი არჩევნები.
შეიძლება მკითხველთა ნაწილს გაეცინოს ჩემს ამ მსჯელობაზე, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ამგვარი სცენარი იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი ყველასთვის, უპირველესად კი, ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის. თუ ეს სცენარი არ განხორციელდა, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ყველანი დავმარცხდებით და პოსტმოდერნულ სამოქალაქო ომში გავანადგურებთ ერთმანეთს.

შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკოსებს არ დაეკისრებათ. საკუთარ მხრებზე უმძიმესი ტვირთი უნდა იგრძნონ იმ ინტელექტუალებმაც, რომლებიც თავიანთი სოფიზმითა და ნახევარ სიმართლეებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, შუღლს აღვივებენ ჩვენს საზოგადოებაში.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, დღეს მხოლოდ პოლიციის უფროს დგებუაძეს არ უცდია დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტის დამცირება, მზია ამაღლობელს სახეში პროფესორმა გიგინეიშვილმაც შეაფურთხა. მხოლოდ ვინმე ბერბიჭაშვილი არ არბევდა დოლიძის ქუჩის ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ გამოსულ გამყიდველებს, მოლარეებს ბეისბოლის ბიტას ნეკნებში ურტყამდა პროფესორი შათირიშვილიც… და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ლეგიონია მათი სახელი.

დღეს ყველა სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დღეს ერთ კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება და არა ისედაც ჭკუიდან გადასული ლიდერების კიდევ უფრო მეტად გახელებას, მათი ავადმყოფური ფანტაზიების წახალისებას, რასაც ვნებით ემსახურებიან პროფესორებად წოდებული ჩვენი თანამოქალაქეები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი