ლაშა გაბიტაშვილსა და სანდრო გირგვლიანის შორის განსხვავება ის არის, რომ ეს ყველაფერი მოხდა აბუ-დაბიში, უცხოეთში, სადაც მათ არ ჰყავდათ ზონდერ ბრიგადები და ხელის ბიჭები. იქ არის კანონის სერიოზული სიმკაცრე და არ არის ივანიშვილის უკანა ბოსტანი, თორემ რაც მაგათ წინასწარ მოიფიქრეს, საჯარო თავდასხმა, ეს აბსოლუტურად დამთავრდებოდა იგივენაირად, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აბუ-დაბიში მომხდარ შემთხვევას.
ანა დოლიძის თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს.
„2006 წელს, პირადად ვიყავი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების საკითხებში ჩართული. იმ დროს მე ვიყავი საია-ს თავმჯდომარე და გავიგე მეგობრებში, რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი. სააკაშვილს ჰყავდა სოდ-ი და კუდ-ი. შეიკრიბნენ სანდროს მეგობრები, გავიცანი ირინა ენუქიძე და დაიწყო სანდრო გირგვლიანის მოძრაობა. ვანო მერაბიშვილი მაშინ უარყოფდა მკვლელობას და იგონებდა რაღაცებს, რომ თითქოს ეს იყო მაფიოზური გარჩევა და ა.შ ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ უსამართლობა არც მაშინ მოგვწონდა და ახლაც არ მოგვწონს. შარდენზე, რესტორანში ქეიფობდა დათა ახალაია რამდენიმე პირთან ერთად, რა დროსაც მათ შელაპარაკება მოუვიდათ სანდროსთან. ამის შემდეგ ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა მაშინდელ სოდ-ის თანამშრომლებს უბრძანეს დაესაჯათ სანდრო. მოკიდეს ხელი სანდროს და ბუხაიძეს და წაიყვანეს. სანდრო მოკლეს და ბუხაიძე გადარჩა. ყველაფერი მიჩქმალეს. გაბიტაშვილსა და სანდრო გირგვლიანის შორის განსხვავება ის არის, რომ ეს ყველაფერი მოხდა აბუ- დაბიში, უცხოეთში, სადაც მათ არ ჰყავდათ ზონდერ ბრიგადები და ხელის ბიჭები. იქ არის კანონის სერიოზული სიმკაცრე და არ არის ივანიშვილის უკანა ბოსტანი, თორემ რაც მაგათ მოიფიქრეს, წინასწარ მოფიქრებული საჯარო თავდასხმა, ეს აბსოლუტურად დამთავრდებოდა იგივენაირად. ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი. ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, ეს ფასეულობები გვაქვს დასაცავი. ზარქუამ და სანიკიძემ გვაჩვენა, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არის წაშლილი, – განაცხადა ანა დოლიძემ.