შარლ მიშელი დღეს მაკრონს, შოლცსა და ორბანს შეხვდება

ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში, სადაც დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყება. სამიტზე უნდა გადაწყდეს დაიწყება თუ არა გაწევრების მოლაპარაკებები სთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
უნგრეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა და ბლოკავს საკითხს.
“პოლოტიკო” წერს, რომ დღეს დილით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რათა იპოვონ წინსვლისთვის გზა.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც გვიან ღამით მიშელი შეხვდა მაკრონს, შოლცსა და კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
გამოცემა ციტირებს გერმანელი “სოციალ დემოკრატების” ლიდერს, იენს გეიერმს: ორბანის წყალობით, ს პრეზიდენტი ვლადიმერ “პუტინიც სამიტის მაგიდასთან ზის”.
ლიდერებმა და დიპლომატებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ორდღიანი სამიტი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი იყოს – “ეს არის ფული, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გადამწყვეტი, ეს არის ისტორია, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ველით, რომ ეს იქნება ცოტა უფრო ხანგრძლივი”.