სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს! – ტრამპი

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის არჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.
„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, – წერს Truth Social-ზე.
მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის კარგი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, TikTok-ის, ფენტანილისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.