მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: გახარიასთან იცეკვებს ტანგოს თუ ხაზარაძესთან ქართულს, უმნიშვნელოა

სალომე ზურაბიშვილი სთან დაწყვილდება, გიორგი გახარიასთან იცეკვებს ტანგოს თუ სთან ქართულს, ამას ქართული პოლიტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მცდელობა იქნება, რომ ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ლელო გააერთიანონ და ნაცმოძრაობა 2 ჩამოაყალიბონ, მაგრამ, რეალურად, ეს ტანდემები სად და როგორ გამოვა, ამას მათი პატრონები გადაწყვეტენ.
ასე გამოეხმაურა ს დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ ს განცხადებას. ში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, განიხილავს თუ არა პარტიის ჩამოყალიბებას ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
“სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი”. – უპასუხა პრეზიდენტმა.