ზურაბიშვილი ვაშინგტონიდან ფოტოებს აქვეყნებს – ვისი მხარდაჭერა აქვს ყაველაშვილს და “ქართულ ოცნებას”

მეხუთე პრეზიდენტი და ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ვაშინგტონიდან ავრცელებენ ფოტოებს -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰიგსეტთან და არჩეული პრეზიდენტის ვაჟთან, დონალდ ტრამპ უმცროსთან ერთად.
„მადლიერი ვარ, რომ ორი დიდი პატრიოტი გავაცანი ერთმანეთს – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რათა გადავარჩინოთ ძლიერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და დავამარცხოთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი“, – წერს უი უილსონი.
ჯო უილსონის პოსტების თანახმად, სამივე მათგანს მან გააცნო სალომე ზურაბიშვილი.
„მშვიდობა ძალით ბრუნდება“, – წერს უილსონი პიტ ჰეგსეტთან ფოტოს გამოქვეყნებისას.
„ორი გასაოცარი ადამიანი, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ“, – წერს ის დონალდ ტრამპ უმცროსა და სალომე ზურაბიშვილზე.
სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ეს შეხვედრები შედგა დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით გამართულ წინასაინაუგურაციო წვეულებაზე. ფოტოებს ღონისძიებიდან ისიც ავრცელებს.
ღონისძიება ვაშინგტონის დროით 17 იანვარს, საღამოს, თბილისის დროით კი 18 იანვარს, დილის საათებში გაიმართა.
ფოტოებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩანს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან, ტედ კრუზი, – რომელსაც საქართველოს ხელისუფ0ლების მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორსაც შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ისინი მზად არიან, საქართველოს დაეხმარონ ახალი და სამართლიანი ს ჩასატარებლად.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საქართველოს, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა. ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. მხარდაჭერა არსებობს – ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არჩევნებზე, რომელიც გაყალბების საკითხზე ძალიან მკაფიო იყო. მათ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები აქვთ, რითიც ასევე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.” – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც 20 იანვრის, – ს ინაუგურაციის – შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე დებდნენ ფსონებს, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან და არც ტელეფონით უსაუბრიათ.
მ, – რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ, – გუშინ განაცხადა, რომ ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, ხოლო „კონკრეტული პოლიტიკოსები“ აშშ-ში ცერემონიაზე მიდიან, რათა „220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ“.
ამასთან, მ განაცხადა, „რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის“.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, – 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
13 იანვარს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს “[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ” მოუყვა.
ამ ფონზე საინტერესოა, ვინ ულოცავს პრეზიდენტობას მიხეილ ყაველაშვილს, ანუ ვინ აღიარებს მას საქართველოს პრეზიდენტად?
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 ოქტომბრის შემდეგ უკვე სამჯერ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ერთხელ – ს პრეზიდენტობა.
პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი ქართველ კოლეგებს ორ-ორჯერ მიულოცეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები და თანამდებობებზე დანიშვნა.
მილოცვები თითქმის სამი თვეა, გრძელდება იმ დროს, როდესაც საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, – საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას.
აზერბაიჯანი კი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პირველად 2024 წლის 27 ოქტომბერს, – საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, – მიულოცა „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მისწერა, რომ „ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ“.
მეორე მილოცვა კობახიძემ პრეზიდენტისგან უკვე პირადად მიიღო 2024 წლის 11 ნოემბერს, როდესაც ბაქოში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, COP 29-ზე შეხვდა ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.
მესამედ კი 2025 წლის 17 იანვარს, ბაქოში მორიგი, – ბოლო ათ თვეში რიგით მესამე – ვიზიტისას მიიღო ალიევისგან მილოცვა. „ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას“, – თქვა ალიევმა.
გარდა ამისა, ილჰამ ალიევმა 15 დეკემბერს მილოცვა გაუგზავნა მიხეილ ყაველაშვილს, – რომლის პრეზიდენტობასაც ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ სამართლის ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები, საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, 2024 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა – მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, – განაცხადა, რომ კარგია, რომ საქართველოში ვითარება „სტაბილურობისკენ მიდის“.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა პირველად 28 ოქტომბერს, არჩევნებიდან ორ დღეში მიულოცა ირაკლი კობახიძეს. ასადოვის შეფასებით, „ეს გამარჯვება მორიგი დადასტურებაა, რომ მოძმე ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკურ კურსს“.
მეორედ ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 2025 წლის 18 იანვარს მიულოცა: „მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო“.
2024 წლის 8 თებერვალს მეხუთედ აირჩიეს პრეზიდენტად საარჩევნო გარემოში, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, უკიდურესად შეზღუდული იყო.
2024 წლის 2 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო ზარი შედგა. პირველი მილოცვა ბოჭორიშვილმა აქ მიიღო.
ბოჭორიშვილი და ბაირამოვი კოლეგების რანგში პირველად მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე 5 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა უცნობია, მაშინაც მიულოცა თუ არა ბაირამოვმა მას.
ბოჭორიშვილმა ბაირამოვისგან მილოცვა მიიღო 16 იანვარსაც, როდესაც ბაქოში ვიზიტით ჩავიდა ირაკლი კობახიძის იქ ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, ბაირამოვმა ბოჭორიშვილს მიულოცა „წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნა“.
მათ ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევისა“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები მსგავსი ტერმინოლოგიით აკრიტიკებენ დასავლურ ქვეყნებსა და მოთამაშეებს, – შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა თუ საფრანგეთს.
თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, მათი ქმედებები რიგ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან, – მათ შორის ს მიმართ პოზიციის დაფიქსირებისას.
გარდა აზერბაიჯანისა, „ქართულმა ოცნებამ“ მილოცვები მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგანაც.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის დეკემბრის შემდეგ 10 იანვარს მეორედ გამართა შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან.
ელჩს 20 დეკემბერს ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, – რომლებსაც წინა დღეს, 19 დეკემბერს, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს. გომელაური, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
წყარო: რადიო თავისუფლება