Erasmus-ის გარკვეულ პროგრამებს საფრთხე ემუქრება – Kan-Guroo-ს დამფუძნებელი

Kan-Guroo-ს დამფუძნებელი, ოთარ მელანაშვილი ამბობს, რომ Erasmus-ის გაცვლით და სხვა მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებს საფრთხე ემუქრება. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
არსებული ვითარების ფონზე გამოწვევებზე საუბრისას ოთარ მელანაშვილმა აღნიშნა, რომ უარი რამდენიმე პროგრამაზე დაფიქსირდა ევროპის მიმართულებით და დაფინანსებაც შემცირებულია.
„გაცვლითი პროგრამების სტუდენტების მიმართულებით იყო ბევრი ხარვეზი ღია კარის დღესთან დაკავშირებით. გაფიცვიდან და პროტესტიდან გამომდინარე, ვერ ჩატარდა სტუდენტებთან გარკვეული საინფორმაციო შეხვედრები. ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტებს უშვებს უცხოეთში, რომ მიიღონ განათლება ან თუნდაც დაარეგისტრირონ , იქნება ეს ევროპის თუ ამერიკის მიმართულებით. ძალიან ბევრი რაღაც ფერხდება. Erasmus-ის გარკვეულ პროგრამებს აქვს საფრთხეები. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ სწორად წარმოჩნდეს და ევროპასთან იყოს მიწოდებული, პროტესტიდან, ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის გამო, ხდება პროგრამების შეჩერება. უარი რამდენიმე პროგრამაზე დაფიქსირდა ევროპის მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს გერმანიაში. დაფინანსებები სტატისტიკურად მაინც დაბალზეა წარმოჩენილი, ვიდრე აქამდე იყო”,- განაცხადა Kan-Guroo-ს დამფუძნებელმა, რომელიც “თავისუფალი ბიზნესების” პლატფორმის კონფერენციას დაესწრო.