პოლიტიკური კრიზისი ნელ-ნელა იწყებს გადასვლას ეკონომიკურ კრიზისში – ნიკა გამყრელიძე

ბიზნესმენი ნიკა გამყრელიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისი ნელ-ნელა იწყებს გადასვლას ეკონომიკურ კრიზისში და ის გაღრმავდება, თუ დეესკალაცია არ მოხდა. მან ამის შესახებ BMG-ს Freebusiness.ge-ს კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

ნიკა გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა შეძლო გაერთიანება.

“იცით, რომ Freebusinessპლატფორმა შეიქმნა დაახლოებით ერთი თვის წინ და 2 400 კომპანიაზე მეტი დარეგისტრირდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩემი კომპანიაც დარეგისტრირებულია ამ პლატფორმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა შეძლო ასე გაერთიანება. რაც მთავარია, დღეს არის შემდეგი ეტაპი, ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება დღეს: პლატფორმა გააცნობს მონაწილეებს რა ღირებულებების ირგვლივ არიან შეკრებილები, რა შეიძლება იყოს პოტენციური გეგმები და რაც მთავარია, გააცნობს ხედვას, თუ რა გველოდება მაკროეკონომიკურად ქვეყანას, თუ სწრაფად არ მოხდება კრიზისის დეესკალაცია”,- განაცხადა ბიზნესმენმა.

გამყრელიძე დეესკალაციის გზად დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ასახელებს.

“მოცემულობა გვაქვს დღეს, რომ 50 დღეა, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და ითხოვს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას. პოლიტიკური კრიზისი ნელ-ნელა იწყებს გადასვლას ეკონომიკურ კრიზისში. ეკონომიკური კრიზისი უკვე სახეზეა ზოგიერთ სექტორში: მცირე და საშუალო ბიზნესში, სასტუმრო, სარესტორნო ბიზნესში საკმაოდ მწვავე კრიზისია და ის გაღრმავდება, თუ სწრაფად არ მოხდა დეესკალაცია. დეესკალაციის მექანიზმად, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს მიმაჩნია ის, რასაც freebusiness-ზე შეერთებით მოვაწერე ხელი: უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი ს ჩანიშვნა”,- განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

დღეს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი თემაა “არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები”.