Google-მა, ბოლო 25 წლის მონაცემებით, ის სპორტსმენი დაასახელა, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ.
ასეთი კი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო აღმოჩნდა, რომელიც ახლა საუდის არაბეთის “ალ ნასრის” ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის ფორმა 15 შეხვედრაში მოირგო და 16 გოლი გაიტანა. მას “ოქროს ბურთი” ხუთჯერ აქვს მოგებული.