ბიძინა ივანიშვილის ოფშორები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანში, პანამაში, ბაჰამის კუნძულებსა და ბელიზზეა – bm.ge
ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობს, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ქსელს ფლობს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ჟურნალისტური გამოძიების Pandora Papers-ის თანახმად, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია აქვს რეგისტრირებული, რომლებიც მისი ქონების სხვადასხვა აქტივების მართვისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული კომპანიების იურიდიულ აგენტად პანამური იურიდიული ფირმა Alcogal-ი იყო მითითებული. ივანიშვილი ასევე სარგებლობდა კიდევ ერთი პანამური იურიდიული ფირმა Mosak Fonseka-ს სერვისებით, რომლებიც მილიარდიანი კლიენტებისთვის პანამასა თუ სხვა ოფშორულ ზონებში კლიენტებს კომპანიების დაფუძნების სერვისს სთავაზობდა. სწორედ აღნიშნული იურიდიული კომპანიებიდან გამოჟონილი ინფორმაციების – Panama Papers და Pandora Papers-იდან ხდება ცნობილი, რომ აღნიშნული ოფშორები ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
ივანიშვილის სხვა ოფშორების შესახებ ცნობილი კი ივანიშვილის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების მფლობელობის რეესტრის ამონაწერებიდან, წლიური ფინანსური ანგარიშებიდან, ასევე TI საქართველოს კვლევებიდან ხდება ცნობილი.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
Krista Investments Limited;
Silverpot Holdings Limited;
Brighton Corporate Limited;
Silverport Trading Limited;
Vanity Overseas Limited;
Morley Consultants Limited;
Finseck Limited;
Brighstone Finance Limited;
Sargans Limited;
Flamon Limited;
Ringold Finance Limited;
Plikar Trading Limited;
Lynden Management Limited;
TARPAN MANAGEMENT LIMITED;
ბაჰამის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
Serangoon Limited-ს;
პანამაში რეგისტრირებულია:
Frankston International-ი;
LIMESTONE FINANCE INTERNATIONAL;
ბელიზზე რეგისტრირებულია:
FRESNO MANAGEMENT LIMITED;
VASILIA ENTERPREISES LIMITED
Gilmar Holding Limited;
კაიმანის კუნძულები:
კაიმანის კუნძულებზე არის რეგისტრირებული ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.
ბერმუდის კუნძულები:
ბერმუდის კუნძულებზე Credit Suisse-ის სადაზღვევო ფილიალის მეშვეობით ივანიშვილი ფლობდა და განკარგავდა საკუთარ აქტივებს. ამჟამად ივანიშვილი ბერმუდის კუნძულებზე მრავალწლიან დავაშია ჩართული, რომლის განაჩენიც 2025 წელს უნდა გამოქვეყნდეს.
სწორედ აღნიშნული ურთიერთდაკავშირებული ოფშორების ქსელის მეშვეობით ფლობს ივანიშვილი სხვადასხვა აქტივებს საქართველოსა თუ უცხოეთში. ესენია საბანკო დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, გლობალური კომპანიების აქციების პორტფელები, უძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშები, კომპანიები და სხვა აქტივები.
bm.ge