აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი…
აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
ჩვენთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი შედგა, როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის, ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება.
„პრეზიდენტმა აღნიშნა იმ სტრატეგიული პროექტების თაობაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ორი ქვეყნის თანამონაწილეობით და ამ პროექტებს აქვს სტრატეგიული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ასეთი ტიპის პროექტების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება. ჩვენთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამ კუთხითაც ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები