აშშ-ს სენატმა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც $886 მილიარდია

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 14 დეკემბერს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობაც $886 მილიარდს შეადგენს. კანონპროექტი კონგრესმენებმა ორპარტიული შეთანხმებით მიიღეს – მისი მომხრე 87 იყო, ხოლო მოწინააღმდეგე – 13.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ყოველწლიურად პენტაგონისთვის დაფინანსებას გამოყოფს, რათა წლის განმავლობაში ისეთ პრიორიტეტული საკითხები დაფინანსდეს, როგორებიცაა წვრთნა და შეიარაღების შესყიდვა. მიღებული ბიუჯეტით, -ს სამხედრო პერსონალის ხელფასები 5.2%-ით გაიზრდება. 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი.
ამასთანავე, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გახანგრძლივებასაც მოიცავს. კანონპროექტით, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა 2026 წლამდე გაგრძელდება და 2024 წლის ფისკალურ წელში უკრაინისთვის $300 მილიონის რაოდენობის დახმარება გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინის დახმარების საკითხი არ არის კავშირში იმ $106 მილიარდის კანონპროექტთან, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისა და ს დახმარებისთვის მოითხოვა.
ახლა ბიუჯეტის კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში წარდგება, სადაც შესაძლოა ზოგიერთი კონგრესმენისგან წინააღმდეგობა შეხვდეს, ვინაიდან მიღებული კანონპროექტი არ მოიცავს რესპუბლიკელი სენატორების მოთხოვნილ დებულებებს ისეთ საკამათო საკითხებზე, როგორებიცაა: აბორტი, ტრანსგენდერების ჯანდაცვა და ჯარში მრავალფეროვნების ინიციატივები.

ასევე დაგაინტერესებთ