ლაშა ფარულავა – კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება – საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა

თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ თბილისის მერმა მწვანე აუნთოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მიუღებელია.
„დიდი დიღმის მცხოვრებლები თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იმასთან დაკავშირებით, რომ რეკრეაციულ ზონაში, დაპირებული სკვერის ნაცვლად, მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.
თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. ისეთი გადაწყვეტილებებია მიღებული სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. იმის ნაცვლად, რომ ამას ადეკვატურად პასუხობდეს თბილისის მერია, პირიქით, რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ კახი კალაძემ მწვანე აუნთოს. ეს მიუღებელია, ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ითხოვენ, მერიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.
კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა, ის სამშენებლო გადაწყვეტილებები და განაშენიანება, რომელიც სწორედ ღაზის სექტორად აქცევს ჩვენს დედაქალაქს. ნამდვილად, ჩვენი დედაქალაქი ევროპული ქალაქი უნდა იყოს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებებით არა ევროპული ქალაქი, არამედ ღაზას სექტორს დაემსგავსა თბილისი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად