“თიბისი კაპიტალის” დახმარებით, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, 2 წლიანი, 30 მილიონ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, ორი ან რამდენიმე ემისიით. პირველი ემისიის საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია.
ფიქსირებული შემოსავლის მიღების უნიკალური შესაძლებლობით სარგებლობას და ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას ნებისმიერი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მსურველი შეძლებს.