პროტესტი გრძელდება, რომც გვინდოდეს, ვერ შეჩერდება, არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, ვინც ამ პროტესტს შეაჩერებს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მელიას თქმით, პირველად გაჩნდა შესაძლებლობა უნიკალური, რეალური, ხელშესახები, რომელსაც ასრულება უწერია.
“ამ უნიკალური პროტესტით, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, აშენებენ ძალიან ძლიერ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, “რასაც ვაკეთებთ უნდა გაგრძელდეს, შედეგი გარდაუვალია“.
ამ უნიკალური პროტესტით, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, აშენებენ ძალიან ძლიერ ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს, იმ ფასეულობებზე დაფუძნებით, რომელსაც დემოკრატიული ჰქვია და რაც არ ყოფილა. პირველად გაჩნდა შესაძლებლობა უნიკალური, რეალური, ხელშესახები, რომელსაც ასრულება უწერია. სიმართლე უნდა გახდეს ძალა. ივანიშვილს უნდა, რომ მისი ძალმომრეობა მოგვახვიოს თავზე და გვათქმევინოს, რომ რადგან პოლიციის ძალა შენსკენაა, ეს სიმართლეა.
საზოგადოებას სჯერა, რომ ძალა სიმართლეშია, მართალი ადამიანი ქვაზე ძლიერია. რასაც ვაკეთებთ უნდა გაგრძელდეს, შედეგი გარდაუვალია. პროტესტი გრძელდება, რომც გვინდოდეს, ვერ შეჩერდება, არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, ვინც ამ პროტესტს შეაჩერებს. არ არსებობს ამ პროტესტის შეჩერების საფრთხე, ვიდრე ამ მოჯადოებულ, მანკიერ წრეებს არ გავარღვევთ. ახლა არის შანსი, რომელიც აუცილებლად რეალიზდება და ცვლილებები იქნება ხორცშესხმული“, – განაცხადა მელიამ.