მელია: ყველა, ვისთვისაც მიუღებელი იქნება, პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი

მელია: ყველა, ვისთვისაც მიუღებელი იქნება, პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალ პარტიას დააფუძნებს. კითხვაზე, ვისთან განიხილავს სამომავლო თანამშრომლობას, მელია პასუხობს, რომ ყველა, ვისთვისაც მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო კეზერაშვილი, განხილულ იქნება, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი.
“ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში და მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი”, – ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ ს გარდა “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებსა და თბილისში არაერთმა წევრმა და საკრებულოებში დეპუტატებმა დატოვა.