უკრაინელი გენერალი უარყოფს, რომ რუსებმა ქალაქი მარინკა აიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიის“ მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ უარყო, რომ ს ჯარებმა აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა. გენერალმა ტარნავსკიმ რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ მარინკის დაცვა გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები მარინკის მიმართულებით მტრის შეკავებას განაგრძობენ ნოვომიხაილოვკის და კრასნოგოროვკის რაიონებში და გასულ 24 საათში 19 შეტევა მოიგერიეს.
ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა მარინკაზე კონტროლი დაამყარეს და იქ რუსეთის დროშა აღმართეს, 13 დეკემბერს გაავრცელეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და ე.წ. სამხედრო ბლოგერებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მარინკის აღებაზე არაფერი უთქვამს.
ქალაქ დონეცკის მოსაზღვრე მარინკისთვის ბრძოლა ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს