რუსული LPG-ის უმსხვილესი იმპორტიორი სანქციების გამო შესყიდვებს 80%-ით შეამცირებს

პოლონეთი, რომელიც რუსული თხევადი გაზის (LPG) უმსხვილესი იმპორტიორი იყო, შესყიდვებს 80%-ით შეამცირებს – ამის შესახებ პოლონეთის თხევადი გაზის ასოციაციაზე (POGP) დაყრდნობით Reuters და WNP.pl წერენ.
2024 წლის 20 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ემბარგო რუსული თხევადი გაზის იმპორტზე. ყველა სახის LPG არ ექვემდებარება სანქციებს (სუფთა ბუტანი და იზობუტანი გამორიცხულია სანქციებიდან, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ნავთობქიმიური მრეწველობის ნედლეულის სახით), ამიტომ პოლონეთი სრულად არ შეწყვეტს იმპორტს.
თუმცა, მოსალოდნელია იმპორტის მკვეთრი ვარდნა – 2024 წელს თვეში 100 000 ტონიდან 2025 წელს დაახლოებით 20 000 ტონამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე

რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს – კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია – პაპუაშვილი