ანდრო ჭიჭინაძე PACE-ს დელეგაციამ მოინახულა

რეჟიმის პატიმარი, დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებმა მოინახულეს.

შეხვედრის შემდეგ ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრებმა მოისმინეს საქმის დეტალები, ასევე ზოგადი სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. ისაუბრეს როგორც კონკრეტულად ანდროს დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა უკანონო პატიმრებზეც.

“ანდრო ჰყვებოდა საკუთარ თავზე და შემდეგ, წარმომადგენლების კითხვებს პასუხობდა. ისეთი კითხვები იყო დამრჩა განცდა, რომ ეს ადამიანები საქართველოში განვითარებულ პროცესებს სწორად აფასებენ და იმ მძიმე სურათს, რომელიც დღეს გვაქვს.”- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.