მსხვერპლი მოჰყვა თბილისში, ქავთარაძის 14 ნომერში გაჩენილ ხანძარს. ცეცხლი “დრიმ თაუნის” საცხოვრებელი კორპუსის, მე-20 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინას წაეკიდა.
მომხდარის დროს სახლში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ მაშველებს ის დაღუპული დახვდა.
აალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს ძიება. სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ხანძრის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.