Freebusiness.ge ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე, რომლის თემა არსებული სიტუაციის გავლენა ეკონომიკაზე იქნება, იმ ბიზნესსაც იწვევს, ვინც პლატფორმას და მის მოთხოვნებს არ შეერთებია. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და ბიზნესებს, რომლებიც Freebusiness.ge-ს ჯერ არ შეერთებიან დარეგისტრირება კიდევ ერთხელ შესთავაზა.
“ხვალ 17:00-ზე იქნება თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის ფიზიკური შეკრება.
განხილვის თემა იქნება არსებული სიტუაციის გავლენა ეკონომიკაზე. ყველა ხელმომწერ კომპანიას გავუგზავნეთ სარეგისტრაციო ბმული.
თუ რომელიმე ხელმომწერს არ მისვლია შეტყობინება, ან ხართ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც არ არის ხელმომწერი და გსურთ დასწრება, გთხოვთ, მისწერეთ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის გვერდს და დაგარეგისტრირებთ”, – წერს გიორგი ჩუგოშვილი.