მივიღეთ სრული გარანტია, რომ ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი არ მოიხსნება – ლევან სილაგავა

„მივიღეთ სრული გარანტია, რომ [ფქვილზე დაწესებული საიმპორტო] გადასახადი არ მოიხსნება“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ პურის ქარხნები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ს შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭირს.
სილაგავას ცნობით, სექტორმა მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ მეპურეების მოთხოვნილი გადასახადის მოხსნა არ შეიძლება. მისი თქმით, აღნიშნული გადასახადი თავის დროზე კონკურენციის პირობების დარღვევის გამო იყო მიღებული და ფასის სტაბილურობის გარდა, სასურსათო უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.
„შეხვედრაზე ანალიზი გავაკეთეთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დამაბალანსებელი გადასახადის მოხსნა არ შეიძლება, რომელსაც მეპურეები ითხოვენ. მივიღეთ სრული გარანტია, რომ გადასახადი არ მოიხსნება. იმიტომ, რომ ეს ვნებს მათ შორის სასურსათო უსაფრთხოებასაც. მივიღეთ დაპირება, რომ მარტის შემდეგაც გაგრძელდება გადასახადით მუშაობა.
ფასთან მიმართებაში, თუ როგორ იქნება, სავარაუდოდ ამაზე მუშაობა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გვექნება დამატებითი შეხვედრები“, – ამბობს სილაგავა.