“მაგთიმ” საკუთარ ქსელზე მესამე პირების, მათ შორის მობილური ვირტუალური MVNO ოპერატორების დაშვების პირობები გამოაქვეყნა – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.
სწორედ ComCom-ის მიერ 2024 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებით, “მაგთი” როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური კავშირგაბმულობის ბაზრებზე ჭარბი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოცხადდა და მას მთელი რიგი ვალდებულებები განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, “მაგთის” მხრიდან ღია დაშვების უზრუნველყოფამ ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებული მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
დაშვების სერვისები
ComCom-ის ვალდებულების თანახმად „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებული შეთავაზებები მოიცავს: