დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე – რატი იონათამიშვილი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ? ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ თბილისში.
ქართველი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სთან დაკავშირებით უნგრეთისა და ავსტრიის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ კონსენსუსის გამონახვას და საქართველოს ამჯერად ევროკავშირის კანდიდატობის კუთვნილი სტატუსი ექნება.
“ჩვენ ჩვენი თვისებით ვუზრუნველყავით ის, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების, მათ შორის დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ინდივიდუალური პროცესების ხარჯზე ხდება ყოველ ჯერზე გადაწყვეტილებების მიღება,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია