მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხუთშაბათს ღამით განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოაგდეს. მისი განცხადებით, დრონი მოსკოვისკენ მიფრინავდა და ჩამოაგდეს ნარო-ფომინსკის ურბანულ რაიონში. ნარო-ფომინსკი მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კმ-ში.
“წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ”, – წერს მერი.
მოგვიანებით მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ იგივე რაიონში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ დრონებით “ტერორისტული თავდასხმის” მცდელობა იყო კალუგის რეგიონშიც. უწყება ამბობს, რომ ჯამში 9 დრონია ჩამოგდებული.