უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან იზრდება – „რემაქს კაპიტალი“

„უძრავი ქონების ბაზარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამ ქვეყნის პოლიტიკური ბედი“,- ამის შესახებ “რემაქს კაპიტალის” დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი „კომერსანტთან“ აცხადებს. მისივე თქმით, 2025 წლის გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, თუ წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია.
„რთულია, ანალიზის გაკეთება თუ რამდენად აღდგა სრულად უძრავი ქონების ბაზარი. ვერ ვიტყვით, რომ დაკვეთები არ არის, თუმცა რთულია წინა წლის დაკვეთებს შევადაროთ. იმ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი იყო და გაყიდვები მომატებული იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური ფონი ძალიან დაძაბულია, მოსახლეობა ასეთ რეჟიმში ცხოვრობს, მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ბაზარი ისეთივე გახდება, როგორც წინა წლებში,არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება. თუმცა, ამაზე პროგნოზები ცოტა ადრეა. უძრავი ქონების ბაზარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამ ქვეყნის პოლიტიკური ბედი“,- აღნიშნავს ასათიანი.
ს მიერ უკრაინისთვის გამოცხადებულ ომს შედეგები ქართული უძრავი ქონების ბიზნესზეც ჰქონდა. მიგრანტების ტალღამ ქვეყანაში ბინებსა და საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც. ასათიანი გვიყვება, რომ ამ ეფექტიდან ქართული უძრავი ქონების ბაზარი უკვე გამოსულია, თუმცა მოთხოვნაზე მკვეთრი შემცირება მაინც არ შეინიშნებოდა. ქართულმა ბიზნესმა, ნელ-ნელა შეძლო თვითმყოფადად განვითარებულიყო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბიზნესი ვითარდებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო და ქვეყნის გაცხადებული დასავლური კურსი. ასათიანის შეფასებით, თუ ეს სვლა შეჩერდება და ქვეყანა პროევროპულ კურსს არ დაუბრუნდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ბიზნესი, მათ შორის უძრავი ქონების ბიზნესი განვითარდეს.
„რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი და ბინებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა და ფასები შენარჩუნდა ომის დაწყებიდან პირველი ორი წელი, 2024 წელს პრაქტიკულად ამ ეფექტს ვეღარ ვგრძნობდით. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ აქტიური დარჩა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ომის შედეგად, საქართველომ ეკონომიკურად საკმაოდ დიდი სარგებელი ნახა. რაღაც გარკვეულ სეგმენტში შეიძლება გვქონდა შემცირება, მაგალითად პატარა ბინების დაქირავება და დაგირავება ძალიან გაძვირდა, თუმცა საბოლოო ჯამში, უძრავი ქონების ბიზნესი არ შემცირებულა. ბინებზე მოთხოვნა და ფასების მატება ასევე განპირობებული იყო იმითაც, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, შესაბამისად, ჩვენი გეზი საკმაოდ ხილვადი იყო- ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდიოდა, რაც ძალიან დიდ მომხიბვლელობას სძენდა ბაზარს. შესაბამისად, საინვესტიციო მყიდველების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ეს ეხება, როგორც ბინებს, ისე კომერციულ ფართებს.
შეიძლება ვთქვათ, რომ ბაზარზე საოფისე ფართების დეფიციტიც კი იქმნებოდა. პირველი სართულის კომერციული ფართები მუდმივად დაქირავებული იყო, ომის შემდგომი გავლენისგან ბიზნესი თავისუფლად გამოდიოდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღდგება საქართველოს ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან, ამაზე იქნება დამოკიდებული ეკონომიკაც და უძრავი ქონების ბაზარი.
რუსეთის მოქალაქეებზე, ჩვენი კომპანია არასდროს არ მუშაობს, არც მაშინ, როცა საკმაოდ დიდი მოზღვავება იყო. შესამჩნევია მოთხოვნის ზრდა დან, თურქეთიდანაც, თუმცა ეს ინტერესი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად შენარჩუნდება, არ ვიცით“,- აღნიშნა მარიამ ასათიანმა „კომერსატნთან“ ინტერვიუში.