პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელები ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე გააფრთხილა

შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.
ბაიდენმა ილაპარაკა თავისი ადმინისტრაციის ეკონომიკურ და სხვა მიღწევებზე, რომელთა შედეგებსაც, მისი თქმით, ამერიკელები დროთა განმავლობაში უფრო იგრძნობენ და მოქალაქეები გააფრთხილა ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის უახლოეს გარემოცვაშია კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი. ტრამპი აპირებს მას ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა დაავალოს.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.
78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017-2021 წლებშიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად