ჯო ბაიდენი – ამერიკაში ყალიბდება სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში ძალაუფლების ძალიან ცოტა, ულტრა მდიდარი ადამიანის ხელში სახიფათო კონცენტრაცია მიმდინარეობს.
„მინდა გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც ჩემთვის დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს არის ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია ძალიან ცოტა ულტრა მდიდარი ადამიანის ხელში. იქნება სახიფათო შედეგები, თუ მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არ შეაჩერებენ“, – აღნიშნა ბაიდენმა, რომელმაც ამერიკის მოსახლეობას ოვალური კაბინეტიდან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა.
„დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას,” – აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებს, როდესაც არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – „ოცნებამ” საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია – ცინიკურია, რომ ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან