რუსეთში განაცხადეს, რომ მოსკოვსა და კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო

დღეს, 14 დეკემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მოსკოვსა და კალუგის ოლქზე. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამთენიისას, ორი საათის განმავლობაში, ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და დედაქალაქის მახლობლად, ნარო-ფომინსკში ჩამოაგდეს. სობიანინის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.
დილით, ს კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს სუხინიჩსკის რაიონში. გუბერნატორის თანახმად, არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ტრადიციული ფორმულირებით, რომ „აღკვეთილია ს რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის და კალუგის ოლქებში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.
ს რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.