სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ მას გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება თვალით არ უნახავს – განცხადება ლევან იოსელიანმა „TV პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” გააკეთა.
მისივე თქმით, 100 000 ადამიანიდან, ვისაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა მასთან არავინ მისულა:
მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს. 100 000 ადამიანიდან, ვისაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არავინ არ მოსულა. 300 000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ეს ჩემთვის ძალიან ცხადია, და ამიტომ ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგროც მოქალაქის პოზიცია”- განაცხადა ლევან იოსელიანმა „TV პირველის” ეთერში.
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს – უწყება ამტკიცებს, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და ექსპერიმენტი ჩაატარეს.
გაბიტაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტებით არჩევნების გაყალბების ბრალდებები ვერ მტკიცდება.
უწყების მტკიცებით, ექსპერტიზაზე წარადგინეს მარკირების სითხე, „ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი“.