აშშ-ის სენატმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის კომპრომისული კანონპროექტი დაამტკიცა.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო შეთანხმებული ვერსია ეროვნული თავდაცვის 886 მილიარდი დოლარით დაფინანსების უფლებას იძლევა, რაც გასულ წელთან შედარებით 28 მილიარდი დოლარით მეტია.
კანონპროექტი ითვალისწინებს 300 მილიონ აშშ დოლარს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. კანონმდებლები ასევე აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში, 2025 ფისკალურ წელს იგივე საჭიროებისთვის 300 მილიონი გამოიყოს.
კანონპროექტი სენატის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ