,, აი, ამას გავუძელით და გადავრჩით, ეს დიქტატურის პაროდია როგორ მოგვერევა?” – ქეთი ქურდოვანიძე

ლიტერატურათმცოდნე :
,,რაც დღეს ხდება, ბავშვური თამაშებია შევარდნაძის ეპოქასთან შედარებით. პოლიტპატიმრებს შევარდნაძის რეჟიმი მდუღარე წყლით, სადისტურად, წამების იარაღებით აწამებდა, ორგანოებს აჭრიდა, კვირაიას კაბინეტის ფანჯრებიდან ადამიანებს ყრიდნენ და ხოცავდნენ, მიტინგებს ავტომატებით და გაავებული ძაღლებით არბევდნენ, ადამიანებს იტაცებდნენ, აფეთქებდნენ,აუპატიურებდნენ, სასაფლაოებზე ტოვებდნენ შუაღამისას. კვირაია თავისი ხელით ხვრეტდა ახალგაზრდებს, სახლებში გვიცვივდებოდნენ, მივყავდით პოლიციაში და იქ ფიზიკურად და ფსიქოლიგიურად ძალადობდნენ. ციხეები გამოატარეს თითქმის ყველას, ზოგი დახვრეტის მუხლით იჯდა, ზოგი იქვე მოკვდა, ზოგიც სამუდამოდ დაავადდა. აი, ამას გავუძელით და გადავრჩით, ეს დიქტატურის პაროდია როგორ მოგვერევა? უბრალოდ, წარსულზე უფრო მეტი რომ გველაპარაკა თავის დროზე, პირში წყალი არ დაგვეგუბებინა, ახლა ამდენი ახსნა-განმარტება აღარ დაგვჭირდებოდა იმ ხალხისთვის, არხეინად რომ ადევნებს თვალს ივანიშვილის რეჟიმის ძალადობას.“