ტუსკი: პოლონეთი აპირებს დააჩქაროს ევროკავშირში უკრაინის მიღების პროცესი

ვარშავაში გაიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.
ორი ქვეყნის ლიდერი შეეხო ევროკავშირთან უკრაინის დაახლოების პროცესს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტუსკმა თქვა: „ვილაპარაკეთ ევროპის კავშირში ამ გზაზე. არის ორი რამ, რის მკაფიოდ აღნიშვნაც მინდა. [ევროკავშირში] პოლონეთის თავმჯდომარეობა საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელიც აშკარაა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, ამასთან, უპირობოდ, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში [უკრაინის] შესვლის პროცესი,“ თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რაც უფრო მალე იქნება ევროკავშირსა და ნატოში, მით უფრო სწრაფად შეიძენს „მთელი ევროპა გეოპოლიტიკურ განსაზღვრულობას“.
ევროკავშირში პოლონეთი მორიგე თავმჯდომარე იქნება 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა